კომპანია SUN AND BAU SOLUTIONS 2011 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სექტორში და დღეს წარმოადგენს ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების სანდო პარტნიორს.
15-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული და ტექნიკური გამოცდილება სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების პროექტებზე მუშაობით. ჩვენი გამოცდილების უკან დგას არაერთი მნიშვნელოვანი დასრულებული პროექტი, ასევე მიმდინარე თანამშრომლობა საცხოვრებელ, კომერციულ და საზოგადოებრივ სექტორთან.
ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ პროდუქტის მიწოდება, არამედ პროექტის საჭიროებაზე მორგებული, ტექნიკურად გამართული გადაწყვეტილების შეთავაზება — პროფესიონალური კონსულტაციიდან მის სწორ განხორციელებამდე.
საერთაშორისო მწარმოებლებთან პარტნიორობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუდმივი წვდომა, საშუალებას გვაძლევს, ქართულ ბაზარს შევთავაზოთ ხარისხიანი, ეფექტური და პრაქტიკაში გამოცდილი გადაწყვეტილებები.
SUN AND BAU SOLUTIONS — გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხარისხი — ღირებულებები, რომლებზეც ჩვენი საქმიანობაა დაფუძნებული
