შუშის დამცავი ფირი

მინის დამცავი, ანტივანდალური ფირი ეფექტური საშუალებაა მინის ზედაპირის ნაკაწრებისა და სხვადასხვა სახის მექანიკური დაზიანებისგან დასაცავად.

მისი გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია კომერციულ და საზოგადოებრივ სივრცეებში, სადაც დიდი ზომისა და რაოდენობის ვიტრაჟებია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საცხოვრებელ სივრცეებშიც.

დამცავი ფირის შესაბამისი ტიპები ზრდის მინის უსაფრთხოებას და დაზიანების შემთხვევაში ხელს უწყობს მინის ნამსხვრევების შეკავებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათი გაფანტვით გამოწვეულ საფრთხეს.

ეს არის პრაქტიკული გადაწყვეტა მათთვის, ვისაც სურს მინის ზედაპირების დაცვა, უსაფრთხოების გაუმჯობესება და მათი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება.

მსგავსი პროდუქცია