პოლიპროპილენის იატაკი

პოლიპროპილენის მოდულური იატაკი პრაქტიკული და გამძლე იატაკის სისტემაა, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია იმ სივრცეებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია ცვეთამედეგობა, მარტივი მოვლა და სწრაფი მონტაჟი.

მოდულური სისტემა საშუალებას იძლევა, იატაკი მოეწყოს მოკლე დროში, ხოლო დაზიანების შემთხვევაში შეიცვალოს მხოლოდ კონკრეტული ელემენტი, მთლიანი საფარის დემონტაჟის გარეშე.

პოლიპროპილენის იატაკი გამოირჩევა ტენგამძლეობით, მექანიკური დატვირთვების მიმართ მდგრადობითა და მოვლის სიმარტივით. ფერებისა და სხვადასხვა ტიპის ზედაპირის არჩევანი კი იძლევა როგორც ფუნქციური, ისე განსხვავებული ვიზუალური გადაწყვეტის შექმნის შესაძლებლობას.

 

მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტულ და სავარჯიშო სივრცეებში, ავტოფარეხებში, ტექნიკურ და კომერციულ ზონებში, საგამოფენო სივრცეებსა და სხვა მაღალი დატვირთვის მქონე ობიექტებზე

მსგავსი პროდუქცია